ილია თოფურია, ჟოზე ალდო
Aa
Aa

UFC-ის ლეგენდა ილიას აქებს: „მალე ქამრისთვის იჩხუბებს“

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჟოზე ალდომ ილია თოფურიაზე ისაუბრა. ბრაზილიელმა, რომელიც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია, „ელ მატადორი“ შეაქო და განაცხადა, რომ მალე ილია ტიტულისთვის იჩხუბებს.

„ილია ძალიან მაგარი მებრძოლია, რომელიც ქვემსუბუქ წონით დივიზიონში აღზევების გზაზეა. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებს. ილია დგომში კარგად ჩხუბობს, დისტანციას შესანიშნავად აკონტროლებს და შეტევები და კონტრშეტევები ბრწყინვალედ გამოსდის. მას ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს.

ჯოშ ემეტის წინააღმდეგ ერთ-ერთმა მსაჯმა მის სასარგებლოდ მე-4 რაუნდში 10:7 დააფიქსირა. ვერ ვიტყვით, რომ ემეტთან ჩხუბი მისთვის პარკში გასეირნებას ჰგავდა, რადგან ჯოში რთული მეტოქეა და მასთან ბრძოლა მარტივი ნამდვილად არაა, მაგრამ ილია ძალიან მშვიდი იყო და ყველაფერს აკონტროლებდა“.

შეგახსენებთ, რომ ემეტთან ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თოფურიამ სატიტულო ჩხუბი მოითხოვა. ილიას ვოლკანოვსკისთან დაპირისპირება სურს და ერთადერთი მებრძოლი, ვის გამოც საჩემპიონო ბრძოლაზე უარს იტყვის, მაქს ჰოლოუეია. ემეტის დამარცხების შემდეგ, ილია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 5-ში შევიდა და მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფროზინონეში დაადასტურეს | კვერნაძე იტალიაში კვირას ჩავა
ფროზინონეში დაადასტურეს | კვერნაძე იტალიაში კვირას ჩავა