ოფიციალური ტრანსფერები | ლოფტუს-ჩიკი მილანში, მანჩესტერმა ზაბიტცერი არ დაიტოვა
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი კარიერას „მილანში“ გააგრძელებს. „როსონერიმ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ტრანსფერის შესახებ გვაუწყა. ლოფტუს-ჩიკმა იტალიურ გრანდს საკუთარი მომავალი 2027 წლის 30 ივნისამდე დაუკავშირა.
✍️ Ruben Loftus-Cheek ✍️
— AC Milan (@acmilan) June 30, 2023
Official Statement ➡️ https://t.co/80KKI1RSWP
Comunicato Ufficiale ➡️ https://t.co/9QDMajiztn
#ACMQuest #SempreMilan pic.twitter.com/clTcDCcTDb
პარალელურად, სამუელ უმტიტისთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ დაწერა „ბარსელონამ“. მხარეებმა ურთიერთშეთანხმებას მიაღწიეს და ფრანგი მცველი „ბლაუგრანას“ დაემშვიდობა. ბოლოს იგი „ლეჩეში“ თამაშობდა და სავარაუდოდ, იტალიურ კლუბში დარჩება.
???? Agreement to sever ties with Samuel Umtiti
— FC Barcelona (@FCBarcelona) June 30, 2023
ორი ფეხბურთელის ბედი გაირკვა „ოლდ ტრაფორდზე“. მარსელ ზაბიტცერი და ვაუტ ვეგჰორსტი, რომლებიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ იჯარის წესით თამაშობდნენ, თავიანთ კლუბებს დაუბრუნდებიან. ზაბიტცერი „ბაიერნში“ წავა, ვეგჰორსტი - „ბარნლიში“. „წითელმა ეშმაკებმა“ მათი კონტრაქტის გამოსყიდვაზე უარი თქვეს.
ℹ️ The latest on our squad as 2022/23 loan deals officially come to an end.#MUFC
— Manchester United (@ManUtd) June 30, 2023
ასევე, აღსანიშნავია, რომ „არსენალმა“ გაუშვა პაბლო მარი, რომელიც „მონცაში“ იჯარის წესით თამაშობდა და იტალიურმა კლუბმა მასთან ხელშეკრულების გაფორმება გადაწყვიტა.