გიორგი გაგუა
Aa
Aa

„ჯარიმა იყო“ - პორტუგალიელი ფეხბურთელი გაგუას გოლზე

პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა, ტომას არაუხომ ინგლისის წინააღმდეგ გასამართ მეოთხედფინალურ შეხვედრაზე მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. არაუხო საქართველოსთან 0:2 წაგებულ მატჩსაც შეეხო და განაცხადა, რომ პირველი გოლისას, რომელიც გიორგი გაგუამ შეაგდო, მსაჯს წესების დარღვევა უნდა დაეფიქსირებინა.

„ინგლისელთა თამაშები ვნახეთ და ვიცით, რა ძლიერი მხარეები აქვთ, თუმცა უფრო მეტად ჩვენს თავზე ვართ ორიენტირებული. ინგლისი კარგად მოთამაშე გუნდია, მაგრამ იარაღები ჩვენც გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. ჩვენ მიერ გაწეული სამუშაო მოედანზე უნდა ვაჩვენოთ და იქ ვანახოთ, ფავორიტი ვინაა.

საქართველოსთან შეხვედრას რაც შეეხება, ფეხბურთია და არის მატჩები, როცა ასეთი რაღაც ხდება, თუმცა ჩემი აზრით, პირველი გოლის ეპიზოდში ჯარიმა იყო, გაძევებისას კი (არაუხომ წითელიც მიიღო) ვცდილობდი, მაქსიმუმი გამეკეთებინა. ჩემთვის, მომდევნო დღეები რთული აღმოჩნდა, მაგრამ მთელი გუნდის მხარდაჭერას ვგრძნობდი და ეს ძალიან დამეხმარა“.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიისა და ინგლისის 21-წლამდე ნაკრებების დაპირისპირება 2 ივლისს, თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება. ამ წყვილის გამარჯვებული ისრაელსა და საქართველოს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საზონოვი იტალიაში? - ჰამბურგს ქართველის გადაბირება გაუჭირდება
საზონოვი იტალიაში? - ჰამბურგს ქართველის გადაბირება გაუჭირდება