ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ლაპორტა: უეფას ჩვენი ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა სურდა

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ უეფას ნეგრეირას საქმისთვის მათი ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა ჰქონდა განზრახული.

„ჩეფერინს შევხვდი. მათ სურდათ ნეგრეირას საქმით ესარგებლათ და ჩემპიონთა ლიგიდან გაგვეგდეთ. მაგრამ სასამართლოს გარეშე ჩვენ ვერ დაგვსჯიან.

ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შევიტანეთ და ჯერჯერობით, ჩვენი მოკვეთის შესახებ რაიმე მსგავსი ინფორმაცია არ არის. გარდა ამისა, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენი ინტერესების დასაცავად საჩივარი შევიტანოთ.

ეს არის უპრეცედენტო ცილისწამების კამპანია. კორუფცია და მსაჯობა არაფერ შუაშია. ამ კამპანიის მიზანი ბარსელონას კონტროლია. მაგრამ ამ ყველა თანხებს ბარსელონასთან საერთო არაფერი ჰქონდა. მთელი პატივისცემით, პროკურატურამ იჩქარა.

ჩვენ ვითანამშრომლებთ სამართალდამცავ უწყებებთან, ფაქტების დადგენა ყველაზე მეტად გვაინტერესებს. მათ უკვე დაინახეს, რომ არაფერი იყო.

ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ლა ლიგასთან უთანხმოება გვქონდა, მაგრამ ახლა ურთიერთობები აღდგენილია. მეტი გაგება და ურთიერთნდობაა“,

- განაცხადა „ბარსელონას“ პრეზიდენტმა CCMA-სთან ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრისტოფ გალტიე რასიზმის ბრალდებით დააკავეს
კრისტოფ გალტიე რასიზმის ბრალდებით დააკავეს