საბა საზონოვი
Aa
Aa

საზონოვი იტალიაში? - ჰამბურგს ქართველის გადაბირება გაუჭირდება

Hamburger Morgenpost-ის ინფორმაციით, შესაძლოა „ჰამბურგმა“ საბა საზონოვი ვერ გადაიბიროს, რადგან ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაშიდან გამომდინარე ფეხბურთელის მიმართ ინტერესი იზრდება. შესაძლოა, 21 წლის ფეხბურთელმა კარიერა იტალიაში გააგრძელოს. კონკრეტული იტალიური კლუბი არ სახელდება, თუმცა როგორც გერმანული Fussball News-ი წერს, საბას მიმართ დიდი ინტერესია.

წყაროს ცნობით, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საზონოვი გუნდის შეცვლაზე იფიქრებს და ეცდება მოსკოვის „დინამო“ დატოვოს. 1,94 სანტიმერის სიმაღლის ცენტრალურ მცველს რუსულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს.

Transfermarkt-ზე საზონოვის ღირებულება 2.5 მილიონი ევროა. საბამ რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მონაწილეობა 24 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 1 გოლია.

„ჰამბურგს“ რაც შეეხება, „როტოზენი“ გერმანიის ბუნდესლიგა 2-ში ასპარეზობს და 2022/23 წლების სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა. „ჰამბურგმა“ ბუნდესლიგაში გადასასვლელ პლეიოფში მიიღო მონაწილეობა და „შტუტგარტს“ დაუპირისპირდა, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში, 1:6 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები