კრისტოფ გალტიე
Aa
Aa

კრისტოფ გალტიე რასიზმის ბრალდებით დააკავეს

პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე, რომელიც პოსტს მალე ოფიციალურად დატოვებს (ლუის ენრიკე შეცვლის), დისკრიმინაციის ბრალდებით დააკავეს.

დღეს დილით, 56 წლის სპეციალისტი და მისი ვაჟი ჯონ ვალოვიჩ-გალტიე პოლიციამ რასიზმის ბრალდებით დააკავა. საქმე „ნიცაში“ მუშაობის დროს მომხდარ ინციდენტს ეხება.

საქმე რასობრივი ან რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ბრალდებასთან გვაქვს.

გალტიე 2021-2022 წლებში „ნიცას“ წვრთნიდა. იმ დროს, ფრანგმა სპეციალისტმა კლუბის სპორტულ დირექტორს ჟულიენ ფურნიეს ესემესი მისწერა, სადაც ამბობდა, რომ გუნდს არ შეიძლება ამდენი ფერადკანიანი და მუსლიმი ფეხბურთელი ჰყოლოდა.

ამის შემდეგ, გალტიეს მისამართით მუქარის შემცველი შეტყობინებები დაიწყო, სადაც მას სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდნენ. გალტიე და მისი ოჯახი სამართალდამცავებმა დაცვის ქვეშ გადაიყვანეს.

RCM Sport-ის ცნობით, თუ გალტიეს ბრალი დაუმტკიცდა, მას 3 წლით პატიმრობა ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სვანაძე: „მეორე ნომრად ვთამაშობთ, მაგრამ მთავარი შედეგია“
სვანაძე: „მეორე ნომრად ვთამაშობთ, მაგრამ მთავარი შედეგია“