ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, მაურისიო პოჩეტინო, ანატოლი ტრუბინი
Aa
Aa

ვინ შეცვლის ონანას? - მამარდაშვილი და ტრუბინი ფავორიტები არიან

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანის „ინტერი“ ონანას შემცვლელად გიორგი მამარდაშვილის გარდა უკრაინელ ანატოლი ტრუბინს განიხილავს, რომელიც „შახტარის“ საკუთრებაა და მამარდაშვილზე გაცილებით იაფი, 10 მილიონი ევრო ღირს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, „ინტერი“ ალტერნატიულ ვარიანტებზეც ფიქრობს და მხოლოდ მამარდაშვილის კანდიდატურას არ განიხილავს. მით უმეტეს რომ „ვალენსიამ“ „მამარდას“ სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მოითხოვა, ეს თანხა კი „ნერაძურის“ ეძვირა. სატრანსფერო თანხაში მნიშვნელოვანი განსხვავების მიუხედავად ონანას სავარაუდო შემცვლელთა შორის მამარდაშვილი და ტრუბინი ფავორიტებად მიიჩნევიან.

მილანელთა თავკაცს, სიმონე ინძაგის სურს, გუნდმა ახალი მეკარე მაქსიმალურად სწრაფად გაიფორმოს. მის გეგმებში ონანას გაშვება არ შედიოდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებმა ასე გადაწყვიტეს.

Standard Sport-ის ჟურნალისტის, ნიზაარ კინსელას ინფორმაციით, „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო გუნდის ნომერ პირველ მეკარედ კეპას მიიჩნევს, მამარდაშვილს კი სათადარიგო მეკარედ განიხილავს, რაც ქართველის გეგმებში არ შედის.

ასევე გეტყვით, რომ მიმდინარე კვირაში El Chiringuito-ს ჟურნალისტმა ალექს სილვესტრემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით „ბლანკოსი“ მამარდაშვილს აქტიურად აკვირდება და მის გარშემო შექმნილ ვითარებას სწავლობს. თუ მადრიდელებმა იან ობლაკის თაობაზე დამაკმაყოფილებელი წინადადება მიიღეს, ვეტერან მეკარეს შეელევიან და აქცენტს „მამარდას“ გაფორმებაზე გადაიტანენ. ობლაკის წასვლის შემთხვევაში, მამარდაშვილი „ატლეტიკოს“ ნომერ პირველი პრიორიტეტი იქნება.

2022/23 წლების სეზონში ახალგაზრდა ქართველმა „ღამურების“ აბსოლუტურად ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და გუნდი ლა ლიგიდან გავარდნას გადაარჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები