ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ფინანსური მხარე - ოსიმენი და ნაპოლი ვერ თანხმდებიან

ვიქტორ ოსიმენის სატრანსფერო საგა ჯერ არ დასრულებულა. ნიგერიელი ფორვარდი „ნაპოლისთან“ შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ოსიმენი ან კონტრაქტს განაახლებს ან გუნდს დაემშვიდობება.

კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენს გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც მისი ანაზღაურება 6 მილიონი ევრო გახდება. წყარო წერს, რომ ნიგერიელი ამაზე თანახმა არ არის.

დე ლაურენტისს ფეხბურთელის 2026 წლამდე შენარჩუნება სურს, თუმცა ფინანსური პირობები ოსიმენს არ აკმაყოფილებს. მას ევროპული კლუბებისგან გაცილებით უკეთესი წინადადებები აქვს.

Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, „ნაპოლი“ ფეხბურთელს ტრანსფერზე დააყენებს, თუმცა მისი ფასი 180 მილიონი ევრო ბევრ კლუბს აფრთხობს. ამხელა თანხის გადახდა არავის სურს.

ბოლოს გეტყვით, რომ ნიგერიელი ფორვარდის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს პსჟ გამოხატავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Marca-ს სეზონის 100 რჩეული - კვარა ლიდერთა ათეულშია
Marca-ს სეზონის 100 რჩეული - კვარა ლიდერთა ათეულშია