Marca-ს სეზონის 100 რჩეული - კვარა ლიდერთა ათეულშია
ყველაზე ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ 2022/23 წლების სეზონის 100 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა შორის რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, თუმცა კიდევ უფრო სასიხარულო ის ფაქტია, რომ კვარა საუკეთესო ათეულში იმყოფება.
„არავინ ელოდა ხვიჩა კვარაცხელიას ვარსკვლავურ შემოჭრას. არც ნეაპოლში... არც საქართველოში. ასეთ მაღალ დონეზე. ის კი სერია A-ს სეზონის MVP გახდა პირველივე წელს. მან გოლებისა და პასები მაჩვენებლით ორნიშნა რიცხვი დააფიქსირა. მან ასევე მაღალი დონე აჩვენა ჩემპიონთა ლიგაზეც. ლივერპულთან მარადონასავით ითამაშა. ეს ყოველივე ნაპოლის მხოლოდ 11.5 მილიონი დაუჯდა...“
- წერს მადრიდული გამოცემა.
ასეულს, რომელიც Marca-მ 115 ჟურნალისტის, ყოფილი ფეხბურთელებისა და 10 000-ზე მეტი გულშემატკივრის გამოკითხვის შედეგად შეადგინა, ერლინგ ჰოლანდი ლიდერობს. ნორვეგიელმა 5,631 ქულა მოაგროვა და მეორეზე მყოფ მესის 679 ქულით გაუსწრო. კვარაცხელიას კი 3,776 ხმა აქვს.
ხვიჩამ ისეთ ფეხბურთელებს გაასწრო, როგორებიც ლევანდოვსკი, ბერნარდუ სილვა, ქარიმ ბენზემა, ჰარი კეინი, მარკუს რაშფორდი და ჯუდ ბელინგემი არიან.
ათეული ასე გამოიყურება