ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე
Aa
Aa

„რეალს კვარას ყიდვა უნდოდა... მბაპეს ივლისში გაიფორმებენ, გადაწყვეტილია“

ესპანელმა ჟურნალისტმა ფრანსუა გალიარდომ tvplay-ის ეთერში მადრიდის „რეალის“ შესახებ ისაუბრა, სადაც „სამეფო კლუბის“ სატრანსფერო გეგმებსა და მომავალს შეეხო.

გალიარდომ ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა და დასძინა, რომ „რეალს“ მისი შეძენა უნდოდა.

„რეალს კვარაცხელია სურდა, მაგრამ დე ლაურენტისმა 150 მილიონი ევრო მოითხოვა. ნაპოლის პრეზიდენტთან მოლაპარაკება რთულია. მათ 150 მილიონი უნდოდათ, ამიტომ რეალმა აქცენტი ბელინგემზე გააკეთა. ანჩელოტის უნდოდა ფეხბურთელი, რომელსაც თამაში ორ სხვადასხვა პოზიციაზე შეეძლებოდა.

მბაპე? ის მომდევნო თვეში რეალის ფეხბურთელი იქნება. ორი წლის წინ ვთქვი, რომ 2023 წლამდე ის რეალში არ გადავიდოდა. ახლა ვამბობ, რომ მბაპე ივლისში რეალის ფეხბურთელი იქნება. მათ 200 მილიონს პლუს ბონუსები დაუჯდებათ. ასეთი ფეხბურთელისთვის ეს საკმაოდ იაფი ფასია.

ასევე ვფიქრობ, რომ ზიდანი 2024 წელს რეალში დაბრუნდება. მას პერესთან ამის თაობაზე შეთანხმება უკვე აქვს. მომავალ წელს ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში წავა“.

- ამბობს ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია მალე „ნაპოლისთან“ კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს. იტალიური პრესა ამის შესახებ დარწმუნებით წერს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა 5:0-ს ვიგებდით და ის უგოლოდ იყო, გასახდელში ბუცებს ისროდა“
„როცა 5:0-ს ვიგებდით და ის უგოლოდ იყო, გასახდელში ბუცებს ისროდა“