ლადო კილასონია
Aa
Aa

„თამაში ჩვენ მიერ კარგად მართული გამოვიდა“ - ლადო კილასონია მატჩის შემდეგ

რაგბიში, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი არგენტინის ნაკრებთან გამართა და ძალიან დამაჯერებლად 20:0 გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ, „უმცროსი ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ პირველი კომენტარი გააკეთა.

„პირველი ტაიმი ძალიან დაგეგმილად წავიდა. გეგმას მაქსიმალურად გავყევით. ჩვენი მიზანი იყო, რომ ამინდიდან გამომდინარე თამაში მაქსიმალურად დაგვეკეტა და იმათ ნახევარზე ვყოფილიყავით. ვფიქრობ, ამ გეგმას მეორე ნახევარში მივყვებოდით, თუმცა იყო მცირე მომენტები, როცა გეგმას გადავუხვიეთ.

საბოლოოდ თამაში ჩვენ მიერ კარგად მართული გამოვიდა და ამან ძალიან მაგარი შედეგი მოიტანა. ჩემი ბიჭებით ძალიან ამაყი ვარ, მთელი გუნდით, ვინც თავდაუზოგავად იმუშავა და ყველა იმ ადამიანის ვინც ამ გამარჯვებაში მონაწილეობა მიიღო.

ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს. თქვენს გვერდით დგომას ვგრძნობთ. და ფეხბურთელებო თქვენც გილოცავთ, ძალიან მაგრები ხართ“.

- განაცხადა კილასონიამ.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის მე-3 მატჩი „უმცროს ბორჯღალოსნებს“ 4 ივლისს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ელით. ამ შეხვედრაში გამარჯვებული პლეი-ოფში ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნიდერლანდელთა მთელი დაცვის ხაზი მოატყუა“ | ESPN-მა ზურიკო გამოარჩია
„ნიდერლანდელთა მთელი დაცვის ხაზი მოატყუა“ | ESPN-მა ზურიკო გამოარჩია