„როცა 5:0-ს ვიგებდით და ის უგოლოდ იყო, გასახდელში ბუცებს ისროდა“
გარეთ ბეილმა მადრიდის „რეალში“ გატარებული დრო გაიხსენა და ჟურნალისტის მიერ კრიშტიანუ რონალდუზე დასმულ კითხვებს უპასუხა.
ბეილმა აღნიშნა, რომ რონალდუ ყოველთვის თავის გამოჩენაზე იყო ორიენტირებული.
- როგორი იყო რონალდუ?
„ის მწყობრში იყო. მას ჰქონდა მომენტები, როდესაც, მაგალითად, 5-0 მოვიგეთ, მან კი გოლი ვერ გაიტანა და ამის შემდეგ გასახდელში შესული ბუცებს ისროდა, ისე იქცეოდა თითქოს გაბრაზებული იყო.
მაგრამ ის კარგი ბიჭი იყო. მასთან არანაირი პრობლემა არ გვქონია“.
- როცა მან ყველა ეს ოქროს ბურთი მოიგო, გუნდს მადლობა გადაუხადა?
„დიახ, ასე მგონია, მაგრამ... კი“.
- ღიმილით თქვა ბეილმა და კამერას შეხედა.
Bale does not rate Cristiano Ronaldo like that. pic.twitter.com/CSDrTA9LnT
— G (@PassedToMessi) June 29, 2023
ბეილმა და რონალდუმ „რეალში“ ერთად 2013-2018 წლებში ითამაშეს და ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ მოიგეს.