მაუნტი კარიერას მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელებს
„ჩელსის“ ინგლისელი ნახევარმცველი მეისონ მაუნტი კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ადასტურებს.
24 წლის ინგლისელი სანაცვლოდ „იუნაიტედი“ 60 მილიონ ფუნტს გადაიხდის. კონტრაქტი კი ძალაში 2028 წლამდე იქნება.
მხარეებს შორის მოლაპარაკები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. საბოლოოდ, შეთანხმება შედგა და ტრანსფერი მალე ოფიციალურად გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ მაუნტი „ჩელსის“ სკოლის აღზრდილია. არენდის წესით მას სხვადასხვა დროს „ვიტესსა“ და „დერბი ქაუნთში“ უთამაშია. „ლურჯების“ რიგებში კი ჯამში მის ანგარიშზე 195 მატჩი, 33 გოლი და 37 საგოლე გადაცემაა.