UFC-ის მებრძოლი: „ქალები სამზარეულოში უნდა დავაბრუნოთ“
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლმა, შონ სტრიკლენდმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა. სტრიკლენდის ჩხუბს ამ უქმეებზე ვიხილავთ და მისი მეტოქე აბუს მაგომედოვი გახლავთ, ღონისძიებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კი შონმა ამაზრზენი განცხადებები გააკეთა.
Sean Strickland: “We need to take women out of the work force”
— MMA Mania (@mmamania) June 28, 2023
Oscar Willis: “Have you thought about going to therapy?” pic.twitter.com/xnOfkIADfx
„უნდა დავუბრუნდეთ დროს, როცა ქალები არ მუშაობდნენ. ალბათ, მაშინ შევცდით, როცა მათ ხმის მიცემის უფლება მივეცით. დაფიქრდით, როგორი იყო აშშ, სანამ ქალები ხმის მიცემის უფლებას მიიღებდნენ. მათ ალკოჰოლის აკრძალვაც კი სცადეს. არ ვსვამ, მაგრამ ნამდვილად არ ვცდილობ, რომ ალკოჰოლი ავკრძალო.
თქვენ მათ სამუშაოდ გასვლის უფლება მიეცით და გამოვიდა ისე, რომ ჩვენ ნაკლები ანაზღაურება გვაქვს, ბავშვები კი თავიანთ თავს ტიკტოკზე ზრდიან. ძველ დროში უნდა დავბრუნდეთ და ქალები სამზარეულოში დავაბრუნოთ. საჭიროა, მამაკაცებმა ვიღაც ავირჩიოთ, ვინც ქალებს სამზარეულოში დააბრუნებს, ხელფასებს გაზრდის და კედელს ააშენებს“.
შეგახსენებთ, რომ სტრიკლენდს სკანდალური განცხადებები წარსულშიც გაუკეთებია. რამდენიმე დღის წინ, მან თქვა, რომ მარტოხელა მამაკაცები, რომლებიც პიცისა და სუშის საჭმელად დადიან, გეები არიან.