ზურიკო დავითაშვილი, საბა საზონოვი
Aa
Aa

„ნიდერლანდელთა მთელი დაცვის ხაზი მოატყუა“ | ESPN-მა ზურიკო გამოარჩია

ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემამ, ESPN-მა საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს სტატია მიუძღვნა. ESPN-მა შთამბეჭდავად მოასპარეზე ახალგაზრდა ვარსკვლავები დაასახელა, რომლებიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ევროპული კლუბების რადარზე მოხვდებიან და ერთ-ერთი მათგანი ზურიკო დავითაშვილი გახლავთ.

„მასპინძელი საქართველოს მიერ ურთულესი ჯგუფის მოგება და პორტუგალიაზე, ნიდერლანდებსა და ბელგიაზე მეტი ქულის აღება, უდიდესი სიურპრიზი იყო. ქართველთა წარმატება უზარმაზარი გუნდური ძალისხმევის დამსახურება გახლდათ, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაც 21 წლის საბა საზონოვის თამაში იყო. მან მიზნის მისაღწევად აბსოლუტურად ყველაფერი გაიღო.

მიუხედავად ამისა, გუნდში, რომელიც მეტოქეებს ბურთს სიხარულით უთმობდა, ზურიკო დავითაშვილი იყო ეკალი, რომელიც ოპონენტებს სტაბილურად აწუხებდა. სწრაფი და ინტენსიური შემტევი ნახევარმცველი, რომლის კონტრაქტიც ბორდომ ახლახან გამოისყიდა, თავისი სათამაშო სტილის გამო, დაცვის ხაზიდან პასების მიღების ბრწყინვალე კანდიდატი გახლდათ.

მიუხედავად იმისა, რომ 21-წლამდე ნაკრებში გამოჩენამდე რამდენიმე დღით ადრე, ეროვნულ გუნდში ითამაშა და 10 დღეში 5 მატჩი ჩაატარა, დავითაშვილი მცველებზე მაინც მიდიოდა, მეტოქეებს ჯარიმების აღებას აიძულებდა და მოწინააღმდეგის ნახევრისკენ მაღალი სისწრაფით მიქროდა, რათა ქართველთა დაცვის ხაზისთვის ჰაერივით საჭირო დასვენების საშუალება მიეცა. ბოლოს და ბოლოს, მან ნიდერლანდების ნაკრების მთელი უკანა ხაზი მოატყუა და ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი გასაოცარი სოლო რეიდის შემდეგ, გადამწყვეტ შეხვედრაში გაიტანა“, - წერს ESPN-ი.

გეტყვით იმასაც, რომ ზურიკოს გარდა, კერტის ჯონსი, მიკი ვან დე ვენი, რაულ ბელანოვა, კასტელო ლუკება, ოიჰან სანსეტი და ჟოაუ ნევეში გამოარჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA-ს განახლებული რეიტინგი | რომელ ადგილზეა ეროვნული ნაკრები
FIFA-ს განახლებული რეიტინგი | რომელ ადგილზეა ეროვნული ნაკრები