საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელები უსინათლო ქომაგს შეხვდნენ
Aa
Aa

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელები უსინათლო ქომაგს შეხვდნენ

საქართველოსა და ნიდერლანდების 21-წლამდე ასაკის ნაკრებების მატჩის შემდეგ, სოციალურ ქსელებში გულისამაჩუყებელი ვიდეო გავრცელდა. მასზე უსინათლო გულშემატკივარს ვხედავთ, რომელიც ტრიბუნებზე იმყოფება და მეგობრისგან იგებს, მოედანზე მოვლენები როგორ ვითარდება.

ქომაგის სახელი და გვარი მერაბ ჯიქია გახლავთ და დღეს, ის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა. ბიჭებმა მას სამახსოვროდ 10-ნომრიანი მაისური და ისრაელთან გასამართი მეოთხედფინალური მატჩის ბილეთები გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნიდერლანდების შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. „ნარინჯისფრებთან“ აღებული ქულით, რამაზ სვანაძის გუნდმა ჯგუფი მოიგო და მეოთხედფინალურ დაპირისპირებას 1-ელ ივლისს, „დინამო არენაზე“, ისრაელის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მფრინავი ქართველი | რას წერს The Athletic-ი ზურიკო დავითაშვილზე
მფრინავი ქართველი | რას წერს The Athletic-ი ზურიკო დავითაშვილზე