ლევან მაისაშვილი, მერაბ შარიქაძე
Aa
Aa

ლევან მაისაშვილი: „აქცენტი კეთდება კომპონენტებზე, რომლებიც რაგბისთვისაა საჭირო“

„ბორჯღალოსნებმა“, რომლებიც უკვე ერთი კვირაა 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასისთვის „შევარდენზე“ ემზადებიან, ქომაგებისთვის პირველი ღია ვარჯიში გამართეს.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი აღნიშნავს, რომ აქცენტი კეთდება ყველა იმ კომპონენტზე, რომლებიც თამაშისთვისაა საჭირო:

„პირველმა კვირამ ძალიან კარგად ჩაიარა. აქცენტი კეთდება ყველა იმ კომპონენტზე, რომელიც რაგბისთვისაა საჭირო. ესენია ტექნიკური უნარები, ფიზიკური კონდიციები, გამძლეობა, ძალა, უნარები, რაქი, მოლი, შერკინება და ა.შ. ვარჯიშებში ყველა მოთამაშე 100%-ითაა ჩართული. გვყავს ლიმიტირებული მორაგბეები, რომელთაც თავიანთი დავალებები აქვთ და გეგმას მიყვებიან“.

პირველი სავარჯიშო კვირით კმაყოფილია გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე:

„მოსამზადებელი ეტაპი ძალიან კარგადაა დაგეგმილი. ფანტასტიკურ მდგომარეობაშია მოედანი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გუნდში ისეთი მუხტია, როგორიც მსოფლიო თასს შეესაბამება. ყველანი თავდაუზოგავად ვშრომობთ, რათა მსოფლიო თასს საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ, ისეთში, როგორშიც აქამდე არასდროს ვყოფილვართ“.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო რთულ ჯგუფშია და „ბორჯღალოსნების“ მეტოქეები უელსის, ავსტრალიის, ფიჯისა და პორტუგალიის ნაკრებები არიან.

მომზადებულია rugby.ge-ის მიხედვით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA-ს განახლებული რეიტინგი | რომელ ადგილზეა ეროვნული ნაკრები
FIFA-ს განახლებული რეიტინგი | რომელ ადგილზეა ეროვნული ნაკრები