ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

მფრინავი ქართველი | რას წერს The Athletic-ი ზურიკო დავითაშვილზე

ავტორიტეტული სპორტული გამოცემა, The Athletic-ი საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წერას განაგრძობს. The Athletic-ი ტურნირს თვალს აქტიურად ადევნებს და აქცენტს ყველაზე საინტერესო და მაღალ დონეზე მოთამაშე ფეხბურთელებზე აკეთებს. პირველი ტურის დასრულების შემდეგ, სპორტული გამოცემის ყურადღების ცენტრში ანზორ მექვაბიშვილი მოექცა, პლეიოფის დაწყებამდე კი The Athletic-მა ზურიკო დავითაშვილი გამოარჩია.

„პირველი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვყოთ: რა ამაღელვებელი გოლი გაიტანა ნიდერლანდების წინააღმდეგ! დავითაშვილმა ბურთი მეტოქის კარიდან დაახლოებით 36 მეტრის მოშორებით მიიღო და შემდეგ უბრალოდ არ გაჩერებულა. გახსოვთ საშა კურჩიჩის ცნობილი გოლი ბოლტონის მაისურით, რომელიც 1995 წელს, ჩელსის გაუტანა? ზურიკოს გოლი მისას ძალიან ჰგავდა.

ნიდერლანდებთან გატანილი გოლის შემდეგ, მასში რაღაც შეიცვალა. მეტოქის კარის აღების შემდეგ, ყოველთვის, როცა ზურიკო ბურთს იღებდა, ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივარი ფეხზე დგებოდა და მას მგრგვინავი შეძახილებით მოუწოდებდა, მეტოქეზე წასულიყო და წინსვლა გაეგრძელებინა. ზურიკო მათ სიტყვებს ითვალისწინებდა და მომაჯადოებელი თამაში აჩვენა, რომლის დროსაც, ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ თითოეული შეხებით მატჩის სცენარს ცვლიდა.

დავითაშვილის გოლი, რა თქმა უნდა, გამაოგნებელი იყო და ასეთი გოლი ფეხბურთელებს კარიერაში მხოლოდ ერთხელ გააქვთ. ზურიკო მთელი შეხვედრის განმავლობაში დინამიკური იყო, მაგრამ საკითხავია, რამდენად მაღალი დონის ფეხბურთელია. საფრანგეთის ლიგა 2-ის ეგიდით გამართულ 29 შეხვედრაში გაფორმებული 5 გოლი და 2 ასისტი შთამბეჭდავი სტატისტიკა არაა, თუმცა დრიბლინგი და მიმართულების შეცვლისას უსწრაფესად აჩქარების უნარი მის წინააღმდეგ დაცვაში თამაშს ძალიან ართულებს“, - წერს სპორტული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელს დაუპირისპირდება. მატჩი შაბათს, თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არის თუ არა ნაპოლის ინტერესი - შახტარის მწვრთნელი გოჩოლეიშვილზე საუბრობს
არის თუ არა ნაპოლის ინტერესი - შახტარის მწვრთნელი გოჩოლეიშვილზე საუბრობს