საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

„მათი არავის სჯეროდა, თუმცა ჯგუფი მოიგეს, საქართველოს პატივს ვცემ“

ისრაელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაი ლუზონმა ჩეხეთთან გამარჯვებისა (1:0) და მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა, სადაც საქართველოს ნაკრების შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.

„საქართველოსთან მატჩი? ჯერ ამაზე არაფერი მკითხოთ. ერთი საათი უნდა დავისვენო და ღამის 12 საათიდან უკვე მეოთხედფინალზე მუშაობას დავიწყებ.

დიახ, საქართველოს ნაკრების მატჩებს ვუყურე. ეს მებრძოლი გუნდია, დიდი სულისკვეთებით. მათ თამაშში ვნება შეინიშნება. ჯგუფური ეტაპის დასაწყისში პორტუგალიასთან, ბელგიასთან და ნიდერლანდებთან მათი არავის სჯეროდა, მათ კი ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულეს. ამ გუნდს პატივს ვცემთ.

მოხარული ვარ, რომ მატჩს 50-60 ათასი ქომაგი დაესწრება. ასეთ გარემოში თამაში მიყვარს და ვისურვებდი ტრიბუნებზე 100 000 გულშემატკივარი იყოს.

ფავორიტი? მაქსიმალურად შევეცდებით და ნახევარფინალში საუკეთესო ითამაშებს“.

- განაცხადა გაი ლუზონმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ისრაელის 1/4-ფინალური შეხვედრა 1 ივლისს 20:00-ზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად: ბორდომ ზურიკოს ტრანსფერი დაადასტურა
ოფიციალურად: ბორდომ ზურიკოს ტრანსფერი დაადასტურა