20-წლამდელთა ევროპა: აივაზიანისა და ხოზრევანიძის ოქროს მედლები
ესპანეთში ბერძნულ-რომაული სტილით 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა დღეს 2 ოქროს მედალი მოიპოვა.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ანრი ხოზრევანიძემ ფინალში სომეხ აგაჯანიანს 6:1 მოუგო.
67 კგ-ში ოქროსთვის იჭიდავა ნიკა ბროლაძემაც, თუმცა ფინალში თურქ მეტოქესთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.
რაც შეეხება მეორე ოქროს მედალს, 97 კგ-ში გორ აივაზიანმა ფინალში მოლდოველი კოვალი დამაჯერებლად 6:1 დაამარცხა და ქართულ დელეგაციას მე-3 ოქროს მედალი მოუტანა.
82 კგ-ში კი დათა ჩხაიძემ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე აჩიკო ბოლქვაძემ 87კგ-ში პირველი ოქროს მოპოვება შეძლო.
ამრიგად, საქართველომ კონტინენტის პირველობა 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. საერთო გუნდურ ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.