ოფიციალურად: ბორდომ ზურიკოს ტრანსფერი დაადასტურა
ფრანგულმა „ბორდომ“ ბათუმის „დინამოდან“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელმა „ბორდოსთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. შესაბამისად, ზურიკო საფრანგეთის ჩემპიონატში მინიმუმ 4 წლით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილმა „ბორდოში“ გასულ სეზონში იჯარის წესით ითამაშა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში თავი 6 გოლით გამოიჩინა და 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
საფრანგეთის ლიგა 2-ში „ბორდო“ გათამაშების ბოლომდე ლიგა 1-ში გადასასვლელად იბრძოდა, თუმცა დასკვნით ორ ტურში აღზევების შანსი დაკარგა, მთავარი ჩემპიონატის საგზური კი გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ მიიღო.