მეტოქე ცნობილია - საქართველო 1/4-ფინალში ისრაელს შეხვდება
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე 1/4-ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა. ქუთაისში „რამაზ შენგელიაზე“ ჩეხეთი ისრაელს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
C ჯგუფში 9 ქულით პირველ ადგილზე ინგლისი გავიდა, რომელმაც გერმანიას 2:0 მოუგო და ჯგუფში ჩატოვა.
ჩეხებს მეოთხედფინალში გასასვლელად ფრეც აძლევდათ ხელს, თუმცა ისრაელმა მეტოქეს აშკარად აჯობა და მონდომება 82-ე წუთზე განდელმანის გოლით 3 ქულის მოპოვება მოახერხეს. ჯამში 4 ქულა მოაგროვეს და პლეი-ოფში ითამაშებენ.
ამრიგად, შაბათს 1 ივლისს, „დინამოზე არენაზე“ (20:00), საქართველო მეოთხედფინალში ისრაელს დაუპირისპირდება.
ინგლისი კი 1/4-ფინალში პორტუგალიას შეხვდება. მათ შორის გამარჯვებული კი ნახევარფინალში საქართველო ისრაელს შორის საუკეთესოს შეხვდება.