დონეცკის შახტარი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

არის თუ არა ნაპოლის ინტერესი - შახტარის მწვრთნელი გოჩოლეიშვილზე საუბრობს

დონეცკის „შახტარის“ სპორტული დირექტორის მოადგილე და ამავდროულად ფიზმომზადების მწვრთნელმა, კარლო ნიკოლინიმ იტალიური რადიო Matre-ს ეთერში, საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა და ყურადღება ჩვენი გუნდისა და „შახტარის“ გარემარბ გიორგი გოჩოლეიშვლიზე გაამახვილა.

რას ამბობს ნიკოლინი:

არის თუ არა ყურადღება „ნაპოლის“ მხრიდან „შახტარის“ ახალგაზრდებზე? გასულ სეზონში, სუდაკოვმა, ტრაორემ და გოჩოლეიშვილმა თავი კარგად წარმოაჩინეს, ის უკანასკნელი კი ახალ, საქართველოსთან ერთად 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. არც „ნაპოლის“ და არც რომელიმე სხვა კლუბის მხრიდან არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. გუნდი შეკრებას 9 ივლისიდან დაიწყებს და ყველა სიტუაციას განვიხილავთ. ახლა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი ეტაპისთვის დავიწყებთ მომზადებას და მიზანი ჯგუფურ ეტაპზე კვალიფიცირება იქნება. თუმცა, ეს არ იქნება მარტივი. ომის გამო ბევრი სირთულე არსებობს და ამასთან 15 მოთამაშის გაყიდვა მოგვიწია, თუმცა, ბევრი კარგი ახალგაზრდა აღმოვაჩინეთ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი გასულ სეზონში დონეცკის „შახტართან“ ერთად უკრაინის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველი ფეხბურთელი ახლა საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს და 1 ივლისს გასამართი 1/4 ფინალური ეტაპის მატჩისთვის ემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოჩოლეიშვილი ტოტენჰემის წინააღმდეგ - მატჩი უკრაინის დასახმარებლად
გოჩოლეიშვილი ტოტენჰემის წინააღმდეგ - მატჩი უკრაინის დასახმარებლად