სერხიო რამოსი
Aa
Aa

რამოსს სევილიაში დაბრუნება და კარიერის იქ დასრულება სურს

სერხიო რამოსმა შესაძლოა კარიერა სევილიაში დაასრულოს.

Cadena SER-ის ცნობით, რამოსიც და „სევილიაც“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და შეთანხმება საკმაოდ რეალურია.

წყაროს ცნობით, 2005 წელს „სევილიადან“ „რეალში“ გადასულ რამოს, 37 წლის ასაკში კარიერის მშობლიურ კლუბში დასრულების პერსპექტივა ხიბლავს. სერხიო ამჟამად თავისუფალი აგენტია და „დალაქები“ მას მარტივად გაიფორმებენ, თუ ფინანსურ დეტალებზე შეთანხმება შედგება.

„სევილიას“ დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს და რამოსის დამატება 2023/24 წლების სეზონისთვის მათთვის იდეალური ვარიანტი იქნება.

როგორც წყარო წერს, ამჟამად მოლაპარაკებები ფინანსური კუთხით მიმდინარეობს, რაც გარიგების მთავარი სირთულეა. „სევილიას“ არ სურს, რომ არასწორი გარიგებით ქომაგების უკმაყოფილება გამოიწვიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვაისი: „იმედია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფინალში გავა ან ჩემპიონი გახდება“
ვაისი: „იმედია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფინალში გავა ან ჩემპიონი გახდება“