ბორდომ დავითაშვილის თაობაზე შეთავაზებები მიიღო
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ზურიკო დავითაშვილი ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ფიგურაა და ნიდერლანდების კარში გატანილი გოლის შემდეგ, მის მიმართ ევროპული კლუბების ინტერესები გაიზარდა.
„ბორდომ“ ზაფხულში დავითაშვილის ტრანსფერი სრულად გამოისყიდა და ქართველი ახლა ჟირონდელების საკუთრებაა, თუმცა კლუბში ხვდებიან, რომ ზურიკოს შეძენის სურვილით მათ ბევრი კლუბი მიმართავს.
ცნობილი ფრანგული გამოცემა Sud-Ouest-ი წერს, რომ ჟირონდელებმა დავითაშვილის თაობაზე შეთავაზებები მიიღო.
„სანდრო წყაროზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ ბორდომ დავითაშვილის თაობაზე შეთავაზებები მიიღო, მაგრამ კლუბი მათ უარით ისტუმრებს. ბორდოს ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, გამონაკლისი მხოლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური წინადადება იქნება“.
- წერს ფრანგული გამოცემა.
„მან ნიდერლანდებთან შთამბეჭდავი გოლი გაიტანა. 40-მეტრიანი ქარიშხლისებრი დრიბლინგით 5 მცველს გასცდა და მარცხენა ფეხით ბარტ ვერბრიუგენს გოლი გაუტანა“.
- ასე აღწერს ზურიკოს გოლს Sud-Ouest-ი.
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილმა ლიგა 2-ის გასულ სეზონში 29 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ბორდოს“ მისი გამოსყიდვა 1.25 მილიონი ევრო დაუჯდა. ტრანსფერმარკტი ქართველს ამჟამად 2.5 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, მისი ღირებულების გაზრდას უნდა ველოდოთ.