გიორგი წიტაიშვილი, კლიმენტი წიტაიშვილი
Aa
Aa

კლიმენტი წიტაიშვილი: “გიორგის შემოსვლა ყველაფერს ცვლის ხოლმე“

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი წიტაიშვილს „ლეხთან“ იჯარა ამოეწურა და მისი მომავალი კლუბი ჯერჯერობით უცნობია. ამ მომენტისთვის კი ქართველი ფეხბურთელი 21-წლამდე ნაკრებთან ერთად იმყოფება.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებზე და წიტაიშვილის მომავალზე თავად გიორგის მამამ უკრაინულ მედიასთან ისაუბრა.

კლიმენტი:

„თბილისში ახლა გიჟური ატმოსფეროა. ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ფაქტია, რომ ჩვენი ფეხბურთი პროგრესირებს. ძალიან მალე, ქართველ ფეხბურთელებს უამრავი ადამიანი გაიცნობს. ჩემი შვილის და მთლიანად ქვეყნის გამო ბედნიერი ვარ. ახლა ყველა ბედნიერია, ისტორია შევქმენით.

მიხარია, რომ ბელგიასთან ჩემმა შვილმა გოლი გაიტანა. 0:2-ის დროს გუნდს ცუდი განწყობა ჰქონდა. გიორგის გოლის შემდეგ კი სხვა მოთამაშეებიც უკეთესად ათამაშდნენ. საბოლოოდ კი გავათანაბრეთ და ერთი ქულა მოვიპოვეთ. რამაზ სვანაძეს ვენდობი. გიორგის ჯოკრად იყენებს. ჩემი შვილის შემოსვლა ყველაფერს ცვლის ხოლმე.

ჩემს შვილზე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. ყოველთვის ვეუბნები, რომ მან უნდა იმუშაოს, ივარჯიშოს და იყოს პროფესიონალი. მზად იყოს ყველაფრისთვის და არ გაბრაზდეს, თუ არ თამაშობს. ეს არის ფეხბურთის ნაწილი.

გიორგი 10 წლიდან უკრაინაში იყო, მაგრამ ომის გამო მისი ქართული პასპორტი ავიღეთ. უკრაინაში დაბრუნება არ სურს. „დინამოსთან“ კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ ბევრი სხვა შემოთავაზებაც აქვს. აჩქარება არ გვსურს, ბევრი გუნდი დაგვიკავშირდა და ყველაზე კარგი ვარიანტის არჩევა გვსურს.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე გიორგი წიტაიშვილმა 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზურიკოს გოლმა კვარა გაგვახსენა“ - Mundo Deportivo ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას ეხმაურება
„ზურიკოს გოლმა კვარა გაგვახსენა“ - Mundo Deportivo ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას ეხმაურება