„ვერ წარმოვიდგენდით, რომ ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავი გახდებოდა“ - კავაზაშვილი კვარაზე
საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებისა და ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. კავაზაშვილის თქმით, „კვარას“ „ნაპოლიში“ გადასვლამდე, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ქართველი შემტევი ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავი გახდებოდა.
„კვარაცხელია რუსულ ფეხბურთში გამოჩნდა, შემდეგ კი ეგრევე წამყვან იტალიურ კლუბში გადავიდა. მაშინ ვერც ერთი ჩვენგანი და ვერც ერთი თქვენგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ ხვიჩა ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავი გახდებოდა.
შეხედეთ ნაპოლიში მისი თანაგუნდელები როგორი გამორჩეული ფეხბურთელები გახდნენ და კვარაცხელიამ მათთან საერთო ენა მალევე გამონახა. როცა მან ფეხბურთის ყველა ვარსკვლავს აჩვენა, რომ თამაში მასაც შეუძლია, ნდობა გამოუცხადეს და იტალიაში წამყვან ფეხბურთელად იქცა“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს სადებიუტო სეზონი 12 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. წარმატებული ასპარეზობის წყალობით, სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა და „კვარა“ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორისაა.