ილია თოფურია, პედი პიმბლეტი, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

„ილიასგან თავი შორს დაიჭირე“ | ლეგენდარული მწვრთნელის რჩევა პიმბლეტს

MMA-ის ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა, რომელსაც სხვადასხვა დროს ისეთ ლეგენდარულ მებრძოლებთან უმუშავია, როგორებიც კეინ ველასკესი, დენიელ კორმიე, ლუკ როკჰოლდი და ხაბიბ ნურმაგომედოვი არიან, ილია თოფურიაზე და პედი პიმბლეტზე ისაუბრა. მენდესმა „ელ მატადორი“ შეაქო და ლივერპულელს ურჩია, მისგან თავი შორს დაიჭიროს.

„ვფიქრობ, მასთან ჩხუბის შემთხვევაში, პიმბლეტისთვის კარგად არაფერი დასრულდება. თოფურია მრავალმხრივი და სოლიდური მებრძოლია. იშვიათად ნახავთ ამ ასაკის მებრძოლებს, რომლებიც ყველა კომპონენტში ასეთი ძლიერები არიან და მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თოფურიას ძალიან ძლიერი ჰუკი აქვს და ალექს პერეირამ ისრაელ ადესანია სწორედ ამ დარტყმით დაანოკაუტა. მებრძოლებს ამ დარტყმის დანახვა უჭირთ და მას ხშირად უშვებენ“.

შეგახსენებთ, რომ MMA-ის სამყაროში მენდესს უდიდეს პატივს სცემენ. 2022 წელს, MMA Junkie-იმ ის წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის თავკაცი სწორედ მენდესი გახლავთ. ისლამის გარდა, იგი უსმან ნურმაგომედოვთან მუშაობს, რომელიც ბელატორის ჩემპიონია.

გეტყვით იმასაც, რომ თოფურიას პიმბლეტთან ჩხუბის სურვილი აღარ აქვს. ილიამ განაცხადა, რომ პედიმ ჯერ ტოპ 15-ში უნდა დაიმკვიდროს ადგილი და მასთან დაპირისპირებაზე მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზურიკოს ცეკვა და თავდადებული დაცვა“ - UEFA ახალგაზრდული ნაკრების წარმატებაზე
„ზურიკოს ცეკვა და თავდადებული დაცვა“ - UEFA ახალგაზრდული ნაკრების წარმატებაზე