შოთა არველაძე, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

„ის რასაც მესი აკეთებს ხშირად“ - შოთა არველაძე დავითაშვილის გოლზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველადროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წარმატებასთან დაკავშირებით Facebook-ში დაწერა. მან ხაზი ზურიკო დავითაშვილის ბრწყინვალე გოლს გაუსვა, როცა ქართველმა შემტევმა ნიდერლანდებთან მატჩში ბრწყინვალე დრიბლინგი გოლით დაასრულა.

შოთა არველაძე: „ბოლო შეხება და ბადეში ბურთის შეცურება საოცრება იყო. ის რასაც მესი აკეთებს ყველაზე ხშირად და რის გამოც ასე გვიყვარს ფეხბურთი. ნაკრებს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას. ხალხს დიდი სიხარული აჩუქეთ“.

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ნიდერლანდები-საქართველოს შეხვედრა „დინამო არენაზე“ 1:1 დასრულდა. ანგარიში 42-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ბრწყინვალე გოლით გახსნა, პირველი ტაიმის მე-6 დამატებულ წუთზე ტეილორმა ანგარიში გაათანაბრა. პარალელურ შეხვედრაში პორტუგალიამ ბელგია 2:1 დაამარცხა და მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად თამაშობს და ცხადია ამ ტურნირის მეოთხედფინალში პირველად გავიდა. 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა უდიდესი წარმატება. მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ხვალ გაირკვევა. რამაზ სვანაძის გუნდი ჩეხეთს, გერმანიას ან ისრაელს შეხვდება. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალურ შეხვედრას პირველ ივლისს ჩაატარებს, შეხვედრა „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები