ვან დე ვინი: „ჯგუფიდან გასვლის მოლოდინი მქონდა, ცუდად არ გვითამაშია“
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ნიდერლანდები-საქართველოს შეხვედრა „დინამო არენაზე“ 1:1 დასრულდა. ანგარიში 42-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ბრწყინვალე გოლით გახსნა, პირველი ტაიმის მე-6 დამატებულ წუთზე ტეილორმა ანგარიში გაათანაბრა. პარალელურ შეხვედრაში პორტუგალიამ ბელგია 2:1 დაამარცხა და მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო საქართველოს ნაკრებმა 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
მატჩის შემდეგ ნიდერლანდების ნაკრების მცველი მიკი ვან დე ვენი ნიდერლანდურ NOS ესაუბრა.
„მეტოქემ გოლი გაგვიტანა, რადგან თავი კარგად არ დავიცავით, ძალიან თავისუფლად იმოქმედა, ხელი არ შევუშალეთ, ამ მომენტზე მეტის თქმა არ შემიძლია. ჩვენ მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ და ეს საკმარისი არ იყო. ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ იღბალი დაგვაკლდა.
ველოდი რომ ჯგუფიდან გავიდოდით. ჩემი აზრით, ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ. ამ ტურნირზე 2 გოლი გავუშვით და 2 გავიტანეთ. როცა მხოლოდ ორ გოლს გაიტან, შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან რთულია“.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად თამაშობს და ცხადია ამ ტურნირის მეოთხედფინალში პირველად გავიდა. 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა უდიდესი წარმატება. მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ხვალ გაირკვევა. რამაზ სვანაძის გუნდი ჩეხეთს, გერმანიას ან ისრაელს შეხვდება. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალურ შეხვედრას პირველ ივლისს ჩაატარებს, შეხვედრა „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.