ოფიციალურად - კოვაჩიჩი მანჩესტერ სიტის ფეხბურთელია
როგორც მოგეხსენებათ, ილქაი გიუნდოგანმა „მანჩესტერ სიტი“ დატოვა და კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. პეპ გუარდიოლა დღევანდელ დღემდე მის შემცვლელს ეძებდა.
აქტიურად იწერებოდა მატეო კოვაჩიჩის შესახებ, რომელიც „ქალაქელებთან“ ერთ ნაბიჯში იყო. სულ ცოტა ხნის წინ, „არისტოკრატების“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ხორვატი ნახევარმცველი „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი გახდა.
ხორვატმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და მანჩესტერული კლუბის სრულფასოვანი წევრია. „სიტის“ კოვაჩიჩი 30 მილიონი ევრო დაუჯდა.
Mateo Kovacic has joined Manchester City on a permanent deal. ✍️
— Chelsea FC (@ChelseaFC) June 27, 2023
შეგახსენებთ, რომ ხორვატი ნახევარმცველი „ლურჯებს“ 2019 წლის ზაფხულში „რეალიდან“ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში კოვაჩიჩმა „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 221-ჯერ მოირგო, 6 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.