ბაიერნი, ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენს გერმანიაში დაბრუნება სურს - ბაიერნს ფასი არ აწყობს

ვიქტორ ოსიმენის მომავალი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ნიგერიელი თავდამსხმელი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს და შეთავაზებებს ისმენს.

ვიქტორის მიმართ ინტერესს „ბაიერნი“, „ჩელსი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ იჩენენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, Sport1 ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ ოსიმენის პრიორიტეტი გერმანიაში დაბრუნებაა. მას „ბაიერნში“ სურს თამაში, მაგრამ ამ მომენტისთვის, „რეკორდმაისტერს“ სატრანსფერო ღირებულება ეძვირება. შეგახსენებთ, რომ დე ლაურენტისი თავის ფეხბურთელს, როგორც მინიმუმ 100 მილიონ ევროდ აფასებს, ხოლო გერმანულ გიგანტს ამდენის გადახდა არ სურს.

ამ ყველაფრის პარალელურად, „პარტენოპეი“ ოსიმენთან ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს. ჯერჯერობით, ნიგერიელი თავდამსხმელი ყველანაირი ნაბიჯის გადადგმისგან თავს იკავებს და მოვლენების განვითარებას ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ოსიმენმა სკუდეტოს მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. სერია ა-ს გასულ სეზონში ვიქტორმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 26 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს დიდი რისკია“ | საკი მალდინი-მასარას გაშვებასა და ტონალის ტრანსფერზე
„ეს დიდი რისკია“ | საკი მალდინი-მასარას გაშვებასა და ტონალის ტრანსფერზე