კონსტანტინ მარადიშვილი
Aa
Aa

„ქართულ პასპორტს იღებს“ - რუსული კლუბის პირველი პირი მარადიშვილზე

რუსული საფეხბურთო კლუბის, „ურალის“ პირველმა პირმა, გრიგორი ივანოვმა მოსკოვის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელზე, კონსტანტინ მარადიშვილზე ისაუბრა. „ურალი“ მარადიშვილის გაფორმებით ინტერესდებოდა და ივანოვმა დაასახელა მიზეზი, რომლის გამოც, მისმა გუნდმა ეს ნაბიჯი არ გადადგა.

„ყველაფერი ჩვენს შიდა საკითხებს უკავშირდება. მარადიშვილის გაფორმება ჩვენთვის გამოსადეგი არ იყო, რადგან ქართულ პასპორტს იღებს. გუნდში ბევრი ლეგიონერი გვყავს. რუსი რომ ყოფილიყო, სხვა თემა იქნებოდა, მაგრამ მარადიშვილი ქართულ პასპორტს იღებს და საქართველოს ნაკრებში ითამაშებს“.

23 წლის კონსტანტინ მარადიშვილი 2000 წლის 27 თებერვალს მოსკოვში დაიბადა. საყრდენი ნახევარმცველი მოსკოვის ცსკა-ს აღზრდილია, 2021 წელს ცსკა-დან მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადავიდა და მას შემდეგ ამ გუნდის მოთამაშეა. მარადიშვილს, რომელსაც რუსეთის 20 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია, „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს.

რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 23 წლის ნახევარმცველმა მონაწილეობა 26 შეხვედრაში მიიღო. „ლოკომოტივის“ მაისურით მან 2 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეცმა მიქაუტაძის შემცვლელს მიაგნო? - ქართველი კლუბს ტოვებს
მეცმა მიქაუტაძის შემცვლელს მიაგნო? - ქართველი კლუბს ტოვებს