UFC-ის რეიტინგი განახლდა | თოფურიას წინსვლა და ტოპ 5
UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში დაწინაურდა. „ელ მატადორმა“ ბოლო ბრძოლა ჯოშ ემეტის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დომინანტურ სტილში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა (49:45, 50:42, 50:44).
ემეტთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში წინ წაიწია. UFC-იმ რეიტინგი განაახლა და ილია, რომელიც ემეტთან ჩხუბამდე მე-9 ადგილს იკავებდა, ტოპ 5-ში შევიდა და მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა.
Ilia Topuria (@Topuriailia) is now the No. 5-ranked featherweight in the #UFC.
— John Morgan (@JohnMorgan_MMA) June 27, 2023
Following his #UFCJacksonville victory, Topuria is rewarded with a move up 4 slots to his new position. The man he beat, Josh Emmett, falls one spot to No. 6.
More: https://t.co/axhSKPfMFS pic.twitter.com/ydDzuUzpYV
„ელ მატადორზე“ წინ დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელი იაირ როდრიგესი იმყოფება. მას მაქს ჰოლოუეი, ბრაიან ორტეგა და არნოლდ ალენი მოჰყვებიან, ჩემპიონი კი ალექსანდრ ვოლკანოვკსი გახლავთ. აღსანიშნავია, რომ თოფურიას წინსვლის შემდეგ, ერთი ადგილით დაქვეითდა გიგა ჭიკაძე. „ნინძა“ მერვე პოზიციას იკავებდა, ახლა კი მეცხრე გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ ემეტთან ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თოფურიამ სატიტულო ჩხუბი მოითხოვა. ილიას ვოლკანოვსკისთან დაპირისპირება სურს და ერთადერთი მებრძოლი, ვის გამოც საჩემპიონო ბრძოლაზე უარს იტყვის, მაქს ჰოლოუეია.