ხვიჩა კვარაცხელია, ბუკაიო საკა, გაბრიელ მარტინელი, ენცო ფერნანდესი, მოიზეს კაისედო, იურიენ ტიმბერი, გონსალუ რამოში, კეპრენ ტურამი
Aa
Aa

კვარას საკა ამჯობინეს | 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა დრაფტი ESPN-ის მიხედვით

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ, ESPN-მა 2001 წელს დაბადებული ფეხბურთელების დრაფტი შემოგვთავაზა. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ ESPN-ის პირველი ნომერი „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია არ ყოფილა. „კვარას“ ნაცვლად, მათ პირველ ნომრად „არსენალის“ 21 წლის ფეხბურთელი, ბუკაიო საკა აირჩიეს, ქართველი კი მეორე გახლდათ.

„ხვიჩა კვარაცხელიას, ამ დრაფტში მონაწილე ფეხბურთელთა შორის, ალბათ ყველაზე მაღალი ჭერი აქვს და მეტსახელი „კვარადონა“, რომელიც ჯერ კიდევ მკრეხელობაა, არც ისეთი აბსურდია, როგორიც ერთ დროს ჩანდა. კვარაცხელიას ტრიუკების დიდი არსენალი აქვს, სამუშაო ეთიკით გამოირჩევა და დიდებული ათლეტურობის წყალობით, ზოგჯერ მის წინააღმდეგ თამაში უბრალოდ შეუძლებელია. თუ დამაგვირგვინებელ ფაზაშიც მოუმატებს, მისთვის ლიმიტი უბრალოდ არ იარსებებს“, - წერს ESPN-ი.

საკასა და კვარას შემდეგ, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელს, როდრიგოს ვხედავთ. მე-4 ადგილი „ჩელსის“ ნახევარმცველს, ენცო ფერნანდესს უკავია. მეხუთე ვილიამ სალიბაა, მეექვსე - მოიზეს კაისედო. მეშვიდე ნომერი იურიენ ტიმბერი გახლავთ, მერვე - გონსალუ რამოში, ათეულს კი გაბრიელ მარტინელი და კეპრენ ტიურამი ასრულებენ.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს სადებიუტო სეზონი 12 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. წარმატებული ასპარეზობის წყალობით, სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა და „კვარა“ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორისაა. საკას რაც შეეხება, მან პრემიერ ლიგის ეგიდით 14 გოლი და 11 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-მ მბაპეს ულტიმატუმი წაუყენა - კილიანი გამოუვალ სიტუაციაშია
პსჟ-მ მბაპეს ულტიმატუმი წაუყენა - კილიანი გამოუვალ სიტუაციაშია