ილია თოფურია, ჯოშ ემეტი
Aa
Aa

„საქართველო, თუ ესპანეთი? არჩევა არ შემიძლია“ - ილია თოფურია

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ცნობილი იუთუბ არხის MMA Fightingon SBN-ის ეთერში, პირდაპირი ჩართვის დროს საქართველოსა და ესპანეთის შესახებ ისაუბრა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რომელი ქვეყნიდან მიიღო უფრო დიდი სიყვარული ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, თოფურიამ ასე უპასუხა:

ორივე ქვეყნიდან! ორივე ქვეყნიდან დიდ სიყვარულს ვიღებ. ყოველთვის მეკითხებიან, რომელი უფრო მომწონს, საქართველო, თუ ესპანეთი... იცით, ეს ისეა, თითქოს ორი შვილი გყავდეს და მათ შორის აირჩიო, რომელი უფრო მეტად გეყვარება. ორივე ქვეყანა ძალიან მიყვარს და არჩევა არ შემიძლია.

საქართველოსგან განსხვავებით, ესპანეთში MMA ახლა ვითარდება და ეს ჩემს თვალწინ ხდება. მახსოვს, როდესაც ვარჯიში დავიწყე, შერეული საბრძოლო ხელოვნებების შესახებ არავინ იცოდა. ჩემს მიმართ გიჟური კითხვები იყო, ახლა კი MMA-ს შესახებ ყველა საუბრობს, UFC-ის ყველა უყურებს და დარწმუნებული ვარ, თუ ორგანიზაცია ესპანეთში ივენთს ჩაატარებს, ბილეთები ერთ დღეში გაიყიდება. სად უნდა ჩატარდეს ღონისძიება? მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე“. მთელი სტადიონი გაივსება.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, ილია თოფურიამ UFC-იში თავის მორიგ ბრძოლაში ჯოშ ემეტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ორგანიზაციაში ჩატარებული 6 ბრძოლიდან ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა. MMA-ში მის ანგარიშზე საერთო ჯამში 14 ბრძოლაა და ქართველმა მებრძოლმა თოთხმეტივე ბრძოლის მოგება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა მოლოდინს გადააჭარბე“ - რამოსმა თოფურიას მიმართა
„ყველა მოლოდინს გადააჭარბე“ - რამოსმა თოფურიას მიმართა