თოფურია რამოსზე: „1 წლის წინ მომწერა და დავმეგობრდით“
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ცნობილ იუთუბ არხ MMAFightingonSBN-ზე სტუმრობისას ლეგენდარულ ესპანელ ფეხბურთელთან, სერხიო რამოსთან მეგობრობაზე ისაუბრა და გაიხსენა, სად დაიწყო მათი ურთიერთობა.
რას ამბობს თოფურია:
ჩვენი მეგობრობა 1 წლის დაიწყო. ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ დამაფოლოვა და მომწერა. ამ ბრძოლის წინ კი მითხრა, რომ ჩემს საყურებლად და საგულშემატკივროდ მოვიდოდა. გამიკვირდა და ვკითხე, მართლა მოვიდოდა თუ არა და მიპასუხა - „კი, მოვდივარ. ახლა შვებულება მაქვს და საფეხბურთო მატჩებიც არ არისო, ასე რომ მოვალ და გიყურებო“.
შეგახსენებთ, რომ შაბათს, ილია თოფურიამ UFC-იში თავის მორიგ ბრძოლაში ჯოშ ემეტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ორგანიზაციაში ჩატარებული 6 ბრძოლიდან ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა. ქართველი მებრძოლის ჩხუბს მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, სერხიო რამოსიც ესწრებოდა, რომელიც ილია თოფურიას ბრძოლით აღფრთოვანებული დარჩა. რამოსმა „ელ მატადორს“ არაერთხელ მიმართა და გამარჯვებაც პირადად მიულოცა.