მადრიდის რეალი, კილიან მბაპე
Aa
Aa

პსჟ-მ მბაპეს ულტიმატუმი წაუყენა - კილიანი გამოუვალ სიტუაციაშია

პსჟ-მ კილიან მბაპეს ულტიმატუმი წაუყენა. გავლენიანი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, პარიზელები 24 წლის ფეხბურთელს სთხოვენ, რომ გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღოს.

კილიან მბაპეს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს: ან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს, ან გუნდი რაც შეიძლება მალე დატოვოს. ვრცელდება ინფორაცმია იმის შესახებაც, რომ პსჟ-ის წარმომადგენლები ფეხბურთელის დედას და აგენტებს დაუკავშირდნენ და გადაწყვეტილების დროულად მიღება მოსთხოვეს.

პსჟ-ში ფორსმაჟორული სიტუაცია მას შემდეგ შეიქმნა, რაც მბაპემ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. 24 წლის შემტევს არსებული კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, რის გამოც დიდი შანსია, რომ პსჟ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. პარიზელებს კი სურთ, რომ ფეხბურთელი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაყიდოს.

კილიან მბაპეს ყიდვის მთავარ კანდიდატად მადრიდის „რეალი“ სახელდება, თუმცა „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლებს ჯერჯერობით კონკრეტული შეთავაზებები არ გაუკეთებიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
10 მიზეზი, რის გამოც გიუნდოგანი სიტის ლეგენდაა
10 მიზეზი, რის გამოც გიუნდოგანი სიტის ლეგენდაა