რომანომ დაადასტურა - ზიეჩი ალ ნასრში ითამაშებს
ბოლო პერიოდის განმავლობაში ჰაკიმ ზიეჩის სახელს „ალ ნასრის“ უკავშირებდნენ. არაბული კლუბი მაროკოელი შემტევის გადაბირებას ყველანაირი გზით ცდილობდა. ამის წინააღმდეგი არც „ჩელსი“ იყო.
დღეს, გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ გუნდებს შორის მოლაპარაკება დასრულდა.
ფეხბურთელსა და „ალ ნასრის“ შორის პირადი დეტალები შეთანხმებულია. ზიეჩი 2-წლიან კონტრაქტსი მოაწერს ხელს, თუმცა მისი ანაზღაურება ჯერჯერობით უცნობია. გასავლელი მხოლოდ სამედიცინო შემოწმება დარჩა, რის შემდეგაც ტრანსფერი ოფიციალურად გამოცხადდება.
Final contracts checked, deal closed for Hakim Ziyech set to join Al Nassr. It’s all agreed with Chelsea since last week and also on player side. ????????✅???????? #CFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 26, 2023
Contract until June 2026, just matter of medical tests and then official.
Here we go confirmed. pic.twitter.com/uTZYmpul3M
შეგახსენებთ, რომ ლონდონის „ჩელსიში“ დიდი წმენდა მიმდინარეობს. გუნდი კალიდუ კულიბალიმ და ნგოლო კანტემ დატოვეს. სენეგალელი უკანახაზელი „ალ ჰილალში“ გადავიდა, ხოლო ფრანგი ნახევარმცველი კარიმ ბენზემას „ალ იტიჰადში“ შეუერთდა. ზიეჩი კი კრიშტიანუ რონალდუს გვერდით ითამაშებს.