მანჩესტერ სიტი, ილქაი გიუნდოგანი
Aa
Aa

10 მიზეზი, რის გამოც გიუნდოგანი სიტის ლეგენდაა

დღეს ცნობილი გახდა, რომ ილქაი გიუნდოგანი „ბარსელონას“ შეუერთდა. ავტორიტეტულმა გამოცემა Goal.Com-მა გამოაქვეყნა 10 მიზეზი იმისა, თუ რატომ თურქული ფესვების მქონე გერმანელი „მანჩესტერ სიტის“ ლეგენდა.

პირველი გოლი

ილქაი „მანჩესტერ სიტიში“ პეპ გუარდიოლას პირველი ტრანსფერი იყო, თუმცა ტრავმის გამო 2016/17 წლების სეზონის დასაწყისი გამოტოვა. როდესაც ის დაბრუნდა იმ წამსვე დიდი ეფექტი მოახდინა.

ჩემპიონთა ლიგაზე „გლადბახის“ წინააღმდეგ პენალტი გაიტანა, ხოლო სამი დღის შემდეგ, პრემიერ ლიგაში დებიუტი „ბორნმუთის“ კარის აღებით აღნიშნა.

დუბლი ბარსას წინააღმდეგ

2016 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ბარსელონამ“ „მანჩესტერ სიტი“ დაამცირა და 4:0 მოუგო. ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა.

განმეორებით მატჩს ბარსა კვლავ მესის გოლით იგებდა, თუმცა გიუნდოგანმა წონასწორობის აღდგენა მოახერხა. აღნიშნულ შეხვედრას, სწორედ ილქაი აკონტროლებდა. „ქალაქელები“ წინ დე ბრუინმა გაიყვანა, ხოლო მესამე გოლი „ბლაუგრანას“ კვლავ გიუნდოგანმა გაუტანა.


რეაბილიტაციის გრძელი გზა

2016 წლის დეკემბერში, 32 წლის ნახევარმცველმა „უოტფორდთან“ მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანი ატირებულმა დატოვა. ამ ამბის გამო გუარდიოლაც ძალიან მოწყენილი იყო. ის ფიქრობდა, რომ მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დიდი ხნით გამოაკლდებოდა. საბოლოოდ ასეც მოხდა. ილქაი მომავალი წლის სექტემბერში დაბრუნდა და მოედანზე გამაყრუებელი ტაშის ხმა გაისმა.

„აქამდე მოსასვლელად ბევრი ვიწვალე. ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ შემხვდნენ გულშემატკივრები. ამისთვის ლოდინი ნამდვილად ღირდა.“

- განაცხადა გიუნდოგანმა თამაშის შემდეგ

პასების ოსტატი

პეპ გუარდიოლას დანიშვნის შემდეგ, „ქალაქელები“ აქცენტს ბურთის ფლობაზე აკეთებენ. 2018 წლის მარტში, „ჩელსის“ წინააღმდეგ ილქაიმ ყველა დროის რეკორდი მოხსნა.

თურქული ფესვების მქონე გერმანელმა, 174 პასი გააკეთა, საიდანაც ზუსტი 167 იყო. ასეთი შედეგი ისტორიაში არავის ჰქონია. ვის ეკუთვნოდა წინა რეკორდი? რა თქმა უნდა, კიდევ ერთ „სიტის“ ფეხბურთელს იაია ტურეს.

ისტორიული დღე „ენფილდზე“

2021 წლის თებერვალში, „მანჩესტერ სიტი“ „ლივერპულს“ უპირისპირდებოდა. პირველ ტაიმში, მერსისაიდელთა კარში პენალტი დაინიშნა. ბურთთან გიუნდოგანი მივიდა, მაგრამ ვერ გაიტანა.

ასეთ დროს, ბევრი ფეხბურთელის განწყობა მთლიანად შეიცვლებოდა და თამაშს ჩააგდებდა, მაგრამ ილქაი საოცარი მენტალური შესაძლებლობები გამოავლინა. მეორე ტაიმის 49-ე წუთზე მან „სიტი“ დააწინაურა. შემდეგ სალაჰმა გაათანაბრა, მაგრამ 73-ე წუთზე 32 წლის ნახევარმცველმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

საბოლოოდ „სიტიმ“ 4:1 მოიგო და 2003 წლის შემდეგ, პრემიერ ლიგაში „ქალაქელებმა“ „ლივერპულს“ „ენფილდზე“ პირველად აჯობეს.

ისტორიაში პირველი

„ენფილდზე“ გაბრწყინების შემდეგ, გუარდიოლამ გიუნდოგანის გამოყენება შემტევ ფაზაში დაიწყო. მან 12 ჩატარებულ შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. „ლივერპულის“ დამარცხების შემდეგ, „სიტიმ“ ტიტულისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შეიყვანა.

გიუნდოგანი კი „სიტის“ ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ზედიზედ ორჯერ მიიღო.

„ამ ჯილდოს ზედიზედ მეორედ მიღებით ძალიან ამაყი ვარ, მაგრამ კიდევ უფრო ამაყი ვარ იმით, რომ ამ დიდებული გუნდის ნაწილი ვარ.“

- თქვა გიუნდოგანმა

პეპის თამაშის შემცვლელი და ტიტულის მომგები

2022 წლის 22 მაისს, პრემიერ ლიგის ბოლო ტურში „სიტი“ „ასტონ ვილასთან“ მარცხდებოდა და ტიტულს კარგავდა. გუარდიოლამ გიუნდოგანი მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე შეიყვანა და შეხვედრა მთლიანად შეიცვალა. ილქაიმ გაიტანა და „სიტიმ“ საბოლოოდ 3:2 მოიგო.

კვლავ გადამწყვეტი გიუნდოგანი

გასულ სეზონში „არსენალი“ პრემიერ ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო, თუმცა „მანჩესტერ სიტიმ“ ჩამორჩენა აღმოფხვრა და ეს მეტწილად გიუნდოგანის დამსახურებაა. „ლიდსთან“ დუბლი შეასრულა და მისი თამაში „ევერტონთანაც“ გადამწყვეტი აღმოჩნდა. ამით ფაქტობრივად, „არსენალს“ ყველა შანსი გაუქრო.

„ილქაი კვლავინდებურად აჩვენებს თავის ხარისხს და მნიშვნელობას, მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია.“

- მატჩის შემდეგ გუარდიოლა აღფრთოვანებას ვერ მალავდა

დუბლი დერბიში

თუ ოდესმე ვინმეს მანჩესტერულ დერბიში შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე იდეალურად უთამაშია ეს გიუნდოგანია. გასული სეზონის ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში მე-13 წამზე ილქაიმ „ქალაქელები“ დააწინაურა.

ტენ ჰაგის შეგირდებმა პენალტით გაათანაბრეს, მაგრამ ილქაი მორიგი ტიტულისკენ მიიწევდა. მეორე ტაიმში საჯარიმოს გარედან გაისროლა და „მანჩესტერ სიტის“ Fa Cup მოაგებინა.

„ეს სეზონი მისთვის ისტორიულად წარმატებულია“

- თქვა გუარდიოლამ


ფანტასტიკური კაპიტანი 

როდესაც 2022 წელს ფერნანდინიომ „სიტი“ დატოვა, ყველამ ერთხმად ახალ კაპიტნად გიუნდოგანი აირჩია. ამით ნათლად გამოჩნდა, თუ როგორ პატივს სცემდნენ თურქული ფესვების მქონე გერმანელს.

ილქაიმ გაცემული იმედები გაამართლა და გუნდი ისტორიულ ტრიპლეტამდე მიიყვანა. ისტორიაში პირველი ჩემპიონთა ლიგის თასი სწორედ გიუნდოგანმა ასწია. ეს მისი მანჩესტერული კარიერისთვის მართლაც შესანიშნავი დასასრული იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ახლო მეგობრები არ მყავს, ფეხბურთი საკმარისია“ - მე კევინ დე ბრუინი ვარ
“ახლო მეგობრები არ მყავს, ფეხბურთი საკმარისია“ - მე კევინ დე ბრუინი ვარ