ილია თოფურია
Aa
Aa

„სატიტულო ბრძოლა უნდა მიიღოს“ – Bleacher Report-ი ილიას მომდევნო მეტოქეზე

გასულ უქმეებზე, UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ჯოშ ემეტს დაუპირისპირდა და მეტოქე დომინანტურ სტილში დაამარცხა. „ელ მატადორის“ წარმატებას ცნობილი გამოცემა, Bleacher Report-ი გამოეხმაურა და თოფურიას მომავალზე დაწერა.

„ჯოშ ემეტის დასისხლიანებისა და განადგურების შემდეგ, თოფურიას ანგარიშზე 14 მოგება და 0 წაგებაა, UFC-ში კი 6-დან 6 ბრძოლაში იმარჯვა. ილიამ მოგებების უმრავლესობა სოლიდური მეტოქეების წინააღმდეგ მოიპოვა, თუმცა ემეტის დონის არავინ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ემეტი 25 წუთის განმავლობაში, თავისი სიმტკიცის ხარჯზე, მხოლოდ გადარჩენას ცდილობდა.

ამ მომენტისთვის, ეჭვგარეშეა, რომ ელ მატადორი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. მთავარი შეკითხვა იმაში მდგომარეობს, მზად არის თუ არა სატიტულო ბრძოლისთვის და სჭირდება თუ არა ქამრისთვის ჩხუბამდე კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარება. საუკეთესო ვარიანტი მისთვის სატიტულო ბრძოლის მიცემაა, რადგან ამ წუთისთვის, თოფურიაზე კარგი კანდიდატი არ არსებობს. არნოლდ ალენის 12-მოგებიანი სერია მაქს ჰოლოუიმ შეაჩერა, რომელმაც მომდევნო ბრძოლა კორეელი ზომბის წინააღმდეგ უნდა გამართოს და მოდით, ქამრისთვის ილიამ იჩხუბოს.

თუ ასე მოხდა, თოფურია ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და იაირ როდრიგესის ბრძოლის გამარჯვებულს შეხვდება. ეს მებრძოლები ერთმანეთს UFC 290-ზე დაუპირისპირდებიან და ნებისმიერის გამარჯვების შემთხვევაში, გველოდება ჩხუბი, რომელიც ფურცელზე ძალიან საინტერესო და დაძაბული ჩანს“, - წერს Bleacher Report-ი.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ 38 წლის ჯოშ ემეტი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ემეტის განადგურების შემდეგ, მან ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნიდერლანდელთა მცველი: „არ ველოდებოდი, რომ საქართველო პირველზე იქნებოდა“
ნიდერლანდელთა მცველი: „არ ველოდებოდი, რომ საქართველო პირველზე იქნებოდა“