“დიდი პატივი იყო“ - კულიბალი ჩელსის დაემშვიდობა
გუშინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ კალიდუ კულიბალი კარიერას „ალ ჰილალში“ გააგრძელებს. სენეგალელი უკანახაზელი „ტვიტერის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით ლონდონის „ჩელსის“ დაემშვიდობა.
კულიბალი:
„პირველიდან ბოლო მატჩამდე ჩემთვის „ჩელსის“ მაისურის ტარება დიდი პატივი იყო. გასული სეზონი ისეთი არ იყო, როგორიც ჩვენ გვინდოდა, მაგრამ მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს და კლუბის ყველა წევრს ასეთი გვერდში დგომისთვის.“
From my first game to my last, it was an honour to wear this badge.
— Koulibaly Kalidou (@kkoulibaly26) June 25, 2023
Last season wasn’t the one we wanted, but I want to thank the fans and everyone at the club for your support ???? #KK pic.twitter.com/93V2e2a7JG
შეგახსენებთ, რომ სენეგალელი უკანახაზელი „არისტოკრატებს“ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ნაპოლიდან“ 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. „ალ ჰილალმა“ კი კალიდუში 25 მილიონი გადაიხადა.
2022/2023 წლების სეზონში კულიბალიმ „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 32-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.