ჯიუ-ჯიცუ, დავით ზედგინიძე
Aa
Aa

რუსი დამარცხებულია - ზედგინიძე საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

დუბაიში დასრულებულ ჯიუ ჯიცუს საერთაშორისო ტურნირზე დავით ზედგინიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

62 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა სპორტსმენმა რუსი აბდულა ჰამადი 7:0 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

ზედგინიძემ AJP-ი ტურში მეოთხედფინალი გამოტოვა და ტურნირზე ნახევარფინალიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე გაერთიანებული ემირატების მებრძოლი რაშიდ ალი იყო.

ზედგინიძემ მოწინააღმდეგეს 1 წუთსა და 24 წამში იოლად ანგარიშით 3:0 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ქართველ მებრძოლს საერთაშორისო ასპარეზზე 6 შეხვედრა აქვს მოგებული. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოში დავით ზედგინიძე თავის წონაში რეიტინგის ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანდრო ბაზაძე ევროპული თამაშების გამარჯვებულია!
სანდრო ბაზაძე ევროპული თამაშების გამარჯვებულია!