ჯეიდონ სანჩო, ენტონი მარსიალი, დონი ვან დე ბეეკი, ფრედი
Aa
Aa

13-ფეხბურთელიანი სია | მანჩესტერი დიდი წმენდისთვის ემზადება

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას სერიოზული ცვლილებებისთვის ემზადება. Daily Mail-ის ინფორმაციით, „წითელი ეშმაკების“ ხელმძღვანელები აპირებენ, რამდენიმე ფეხბურთელს შეელიონ, რათა ერიკ ტენ ჰაგს სატრანსფერო ბიუჯეტი გაუზარდონ.

Daily Mail-ის ცნობით, არის შანსი, „ოლდ ტრაფორდი“ ცამეტმა ფეხბურთელმა დატოვოს. „მანჩესტერი“ მზადაა, დონი ვან დე ბეეკს, ფრედს, ენტონი ელანგას, ჰანიბალ მეჯბრის, ალექს ტელეშს, ერიკ ბაილის, ბრენდონ უილიამსს და ზიდან იქბალს შეელიოს. მათ გარდა, „იუნაიტედი“ შეთავაზებებს ჰარი მაგუაიერთან, სკოტ მაკტომინეისთან და დინ ჰენდერსონთან დაკავშირებით ელოდება.

საინტერესოა, რომ ბრიტანული გამოცემის მიხედვით, „ოლდ ტრაფორდზე“ ჯეიდონ სანჩოსა და ენტონი მარსიალის იმედიც აღარ აქვთ. მანჩესტერელები მზად არიან, ინგლისელ და ფრანგ ფეხბურთელს ნებისმიერი თანხის სანაცვლოდ შეელიონ, თუმცა მინიმალური ზღვარი დაწესებული აქვთ. სანჩოს შემთხვევაში, ეს 45 მილიონი გირვანქა სტერლინგია, მარსიალი - 25 მილიონი.

შეგახსენებთ, რომ „წითელ ეშმაკებს“ რამდენიმე ფეხბურთელს უკავშირებენ და ყველაზე ხშირად ჰარი კეინის შესახებ იწერება. „იუნაიტედს“ მისი ტრანსფერი იაფი არ დაუჯდება და კლუბში იმედი აქვთ, რომ ფეხბურთელთა გაშვება კეინის ან ვიქტორ ოსიმენის გადაბირებას შესაძლებელს გახდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოვსარ ევლოევი ილია თოფურიას გამარჯვებას ეხმაურება
მოვსარ ევლოევი ილია თოფურიას გამარჯვებას ეხმაურება