ნაპოლი, ლონდონის ჩელსი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ოსიმენი ჩელსიში? - არისტოკრატები წინადადებას ამზადებენ

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტმა მასიმო მარიანელამ ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, მალე ლონდონის „ჩელსი“ ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერთან დაკავშირებით „ნაპოლის“ მიმართავს და ნიგერიელის გადაბირებას ეცდება. შესაძლოა, სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირისთვის ბრძოლაში ლონდონის „ტოტენჰემიც“ ჩაერთოს. ასევე, ოსიმენის გარშემო არსებულ ვითარებას პსჟ და „მან. იუნაიტედი“ აკვირდებიან, 

შეგახსენებთ, „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა ოსიმენს დაემშვიდობოს, თუ დაინტერესებული კლუბი 150 მილიონ ევროს გადაიხდის. სხვა შემთხვევაში ტრანსფერის განხორციელება რთულად წარმოსადგენია.

ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს. გასულ სეზონში სერია ა-ს 32 მატჩში 26 გოლი შეაგდო და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

Sportitalia-ს ცნობით, ლაურენტისმა ვიქტორ ოსიმენის შემცვლელთან, „უდინეზეს“ ფორვარდ ბეტოსთან შეთანხმებას მიაღწია. თუ ოსიმენთან დაკავშირებით „ნაპოლი“ 150-მილიონიან წინადადებას მიიღებს, ნიგერიელი „პარტენოპეის“ დაემშვიდობება. ამ საკითხზე „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისსა და „უდინეზეს“ პრეზიდენტ ჯამპაოლო პოცოს შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები