„მის ხარისხში დარწმუნებული არიან“ - ჰამბურგმა საზონოვის გადაბირება გადაწყვიტა
გერმანული გამოცემა, Hamburger Abendblatt საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელზე, საბა საზონოვზე წერს. საზონოვით „ჰამბურგია“ დაინტერესებული და ავტორიტეტულ გაზეთს თუ დავუჯერებთ, კლუბებს შორის მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს.
Hamburger Abendblatt-ის მიხედვით, „როტოზენი“ საბას ხარისხში ბოლომდე დარწმუნებულია და მოსკოვის „დინამოსთან“ აქტიური კონტაქტი აქვს. მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა, თუმცა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის დასრულებამდე, ტრანსფერი არ განხორციელდება.
Wie weit ist der #HSV schon mit U21-Toptalent #Sazonov? In Magdeburg wartet man auf das erste Angebot aus Hamburg für #Elfadli.https://t.co/pL5CdECKIG pic.twitter.com/uSTysw2nEu
— Abendblatt HSV (@abendblatt_hsv) June 25, 2023
შეგახსენებთ, რომ საზონოვს რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 2.5 მილიონი ევროა. საბამ რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მონაწილეობა 24 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 1 გოლია.
„ჰამბურგს“ რაც შეეხება, „როტოზენი“ გერმანიის ბუნდესლიგა 2-ში ასპარეზობს და 2022/23 წლების სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა. „ჰამბურგმა“ ბუნდესლიგაში გადასასვლელ პლეიოფში მიიღო მონაწილეობა და „შტუტგარტს“ დაუპირისპირდა, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში, 1:6 დამარცხდა.