მასიმილიანო ალეგრი, ალ-ჰილალი
Aa
Aa

უარი ალ-ჰილალს - ალეგრი იუვენტუსში რჩება

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ საუდის არაბეთის გუნდ „ალ-ჰილალის“ გრანდიოზულ შეთავაზებაზე უარი თქვა და ტურინულ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.

ცნობილი საფეხბურთო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 55 წლის სპეციალისტმა „ალ-ჰილალის“ წარმომადგენლები, რომლებიც წლიურად 30 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, უარით გაისტუმრა.

ცნობისთვის, თავდაპირველად, არაბების შეთავაზება 20 მილიონ ევროს წარმოადგენდა, თუმცა ალეგრის უარის შემდეგ 30 მილიონამდე გაიზარდა. საუბარი იყო 2-წლიან ხელშეკრულებაზე, თუმცა იტალიელი მწვრთნელის მიზანი „იუვენტუსის“ საფეხბურთო მწვერვალზე დაბრუნებაა.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი ტურინულ გუნდს სათავეში მეორე ვადით 2021 წლის ზაფხულში ჩაუდგა, მანამდე კი „ბიანკონერიში“ 2014-2019 წლებში მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ცხოვრება ქარიშხლის შიგნით“ - მე ფერნანდინიო ვარ
“ცხოვრება ქარიშხლის შიგნით“ - მე ფერნანდინიო ვარ