ევროპული თამაშები, ტაეკვანდო, ზურაბ კინწურაშვილი
Aa
Aa

მეორე ოქრო! - ზურაბ კინწურაშვილი ევროპული თამაშების ჩემპიონია

პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.

ტაეკვონდოში, -74 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ზურაბ კინწურაშვილი ბოსნია & ჰერცეგოვინელ ჰეჯად ჰუსიჩს შეხვდა და ორივე რაუნდში დამაჯერებლად დაამარცხა.

პირველმა რაუნდმა ქართველი სპორტსმენის უპირატესობით ჩაიარა და კინწურაშვილმა 10:7 მოიგო.

რაც შეეხება მეორე რაუნდს, პერიოდის ბოლომდე ბოსნიელი 4:2 ლიდერობდა, თუმცა დასკვნით წამებში ზურაბ კინწურაშვილი გააქტიურდა და საბოლოოდ, მეტოქეს გამარჯვების ქულები აუღო.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროპული თამაშების გამარჯვებული მოფარიკავე სანდრო ბაზაძე გახდა, რომელმაც ფინალში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპული თამაშები | შვიდკაცა ნაკრებმა მეორე მატჩიც მოიგო!
ევროპული თამაშები | შვიდკაცა ნაკრებმა მეორე მატჩიც მოიგო!