სანდრო ბაზაძე ევროპული თამაშების გამარჯვებულია!
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე მესამე ევროპულ თამაშებზე ფარიკაობაში სანდრო ბაზაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა მოფარიკავემ ფინალში მასპინძელი კახოვსკი დაძაბულ ბრძოლაში 15:13 დაამარცხა და ევროპული თამაშების გამარჯვებული გახდა.
ფინალამდე, ბაზაძემ ნახევარფინალში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, არონ სილაგი გამოთიშა ასპარეზობას, უფრო ადრე კი ჯგუფური ეტაპიდან ნახევარფინალამდე საერთო ჯამში 9 შეხვედრის მოგება შეძლო.