სერხიო რამოსი, ილია თოფურია, ჯოშ ემეტი
Aa
Aa

„ყველა მოლოდინს გადააჭარბე“ - რამოსმა თოფურიას მიმართა

გვიან ღამით, UFC Fight Night-ზე ილია თოფურიამ ორგანიზაციაში მე-6 ბრძოლა გამართა და ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა. ქართველი მებრძოლის მეტოქე ამჯერად 38 წლის ჯოშ ემეტი იყო, რომელსაც „ელ მატადორმა“ ხუთივე რაუნდი მოუგო და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

ილია თოფურიას ბრძოლას ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი, სერხიო რამოსი ესწრებოდა, რომელმაც ქართველ მებრძოლს გამარჯვება პირადად მიულოცა და ვიდეომიმართვაც გაავრცელა.

რამოსის მიმართვას UFC ESPANOL ავრცელებს:

დაუვიწყარი საღამო იყო! ყველამ ძალიან ვისიამოვნეთ. აშკარა იყო, რომ ილია იგებდა, თუმცა შედეგი ბრძოლის ბოლომდე არ იყო ცნობილი. მაგრამ რაც მოხდა, ყველა მოლოდინს გადააჭარბა! გილოცავ, ძმაო.

ისიამოვნეთ, რადგან ამ შედეგის უკან დიდი სამუშაოა! შემდეგ ბრძოლაზეც მოვალთ და აუცილებლად მივადევნებთ თვალს მორიგ გამარჯვებას.

View this post on Instagram

A post shared by UFC Español (@ufcespanol)

ცნობისთვის, ილიასთვის ეს გამარჯვება ისტორიული იყო. ქართველმა მებრძოლმა ჯოშ ემეტი მსაჯების შეფასებით 50:42 დაამარცხა, რაც ESPN-ის ინფორმაციით, UFC-ში ეს მხოლოდ სამჯერ მოხდა. 2021 წელს, მაქს ჰოლოუეისა და კელვინ კატარის დაპირისპირებისას მსაჯებმა მაქსს 50:42 დაუფიქსირეს. იგივე ფაქტი 2006 წელს განმეორდა, როდესაც რიჩ ფრანკლინმა დევიდ ლოისოს სძლია, პირველ შემთხვევას კი ადგილი 2001 წელს ჰქონდა, სადაც დევი მენმა გილ კასტილოს მსგავსი ანგარიშით მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მალე ჩემი ეპოქა დაიწყება“ - თოფურია გამარჯვების შემდეგ
“მალე ჩემი ეპოქა დაიწყება“ - თოფურია გამარჯვების შემდეგ